• Packservice
    ხარისხიანი და საიმოდო დაფასოება – შეფუთვა
  • Наши автоматические линии
    Имеют высокую производительность и автоматически выполняют множество функций

ხარისხიანი და საიმოდო დაფასოება – შეფუთვა
Packservice

ჩვენი დანადგარები

შეფუთვების ნიმუშები

ჩვენი უპირატესობა

ჩვენ ვმუშაობთ 1991 წლიდან.

ხარისხი

ჩვენი კომპანია იყენებს სხვადასხვა მოწინავე და ცნობილი ფირმების როგორიცაა Delta Electronics, Autonics, Festo, Camozzi.

საიმოდოობა

ჩვენთან მუშაობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთა ღრმა ცოდნა და შრომისმოყვარეობა უზრუნველყოფს ჩვენი დანადგარების მაღალ ხარისხს და მათი მუშაობის საიმედოობას.

ფართო არჩევანი

ჩვენი დანადგარები ახორციელებენ თხევადი, ბლანტი და პასტისებრი პროდუქტების დოზირებას, ჩამოსხმას და შეფუთვას პოლიმერულ ტარაში, დოი–პაკის პაკეტებში,მინის ტარაში, პეტ–ბოთლებში.

მწარმოებლურობა

ჩვენს მიერ წარმოებული ავტომატური ხაზები უზრუნველყოფს 500 დან 3000 ჭიქამდე საათში მწარმოებლურობას და ავტომატურ რეჟიმში ასრულებს მრავალ ფუნქციას.

Packservice - საიმედო და ხარისხიანი დაფასოება – შეფუთვა!

ჩვენი კომპანიის შესახებ

Packservice - საიმედო და ხარისხიანი დაფასოება – შეფუთვა

ფირმა "პაკსერვისი" დაარსდა 1991 წელს. იმ დროიდან ჩვენი კომპანია აპროექტებს და აწარმოებს მრავალნაირ დასაფასოებელ - შესაფუთ დანადგარებს.

ჩვენი ავტომატური ხაზები და ნახევრად ავტომატები განკუთვნილია თხევადი, ბლანტი, პასტისებრი და ძნელად დენადი პროდუქტების დოზირების, ჩამოსხმის და შეფუთვისათვის პოლიმერულ ტარაში, დოი–პაკის პაკეტებში, მინის ტარაში, პეტ–ბოთლებში და ა.შ.

ტარის დაცობვა ხორციელდება თერმოშესადუღი ფენით დაფარული ალუმინის კილიტით, ალუმინის თალფაკით და პლასტიკის თავსახურით.

ჩვენი დანადგარების მეშვეობით შესაძლებელია არაჟნის, ხაჭოს, მაიონეზის, დამდნარი ყველის, მზესუმზირის ზეთის , ღვინის, კონიაკის, არყის, თაფლის, კეტჩუპის, მდოგვის, სოუსების, ტყემლის, საყოფაცხოვრებო ქიმიის, საკვები კონცენტრატების და სხვა ანალოგიური პროდუქტების დაფასოებას და შეფუთვას.

ჩვენი კომპანია იყენებს სხვადასხვა მოწინავე და ცნობილი ფირმების როგორიცაა Delta Electronics, Autonics, Festo, Camozzi და სხვ. საკომლექტაციო ნაკეთობებს.

ჩვენს მიერ წარმოებული ავტომატური ხაზები უზრუნველყოფს 500 დან 3000 ჭიქამდე საათში მწარმოებლურობას და ავტომატურ რეჟიმში ასრულებს ქვემოთჩამოთვლილ ოპერაციებს:

  • ჭიქების მიწოდება;
  • პროდუქტის დოზირება;
  • კილიტის თავსახურის დაწყობა;
  • კილიტის თერმოშედუღება;
  • დამცავი თავსახურის დაწყობა;
  • თარიღის დატანა;
  • შეფუთული პროდუქტის გამოტანა.

ჩვენთან მუშაობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთა ღრმა ცოდნა და შრომისმოყვარეობა უზრუნველყოფს ჩვენი დანადგარების მაღალ ხარისხს და მათი მუშაობის საიმედოობას.

ჩვენი კომპანიის პარტნიორები არიან: "სანტე", "ჯი ემ თი პროდუქტები", "ნატურალ +", "სოფლის ნობათი", "ნიკორა", "აგროკონსორციუმი წეროვანი", "ალპენ მილკი", "მითანა", "ქობულეთური" და მრავალი სხვ.

გალერეა

ვიდეო

ფოტო

საკონტაქტო ინფორმაცია

  • საქართველო, თბილისი 0119, დ.ბაქრაძის ქ. #2
  • info@packservice.ge
  • +(995 32) 234 66 26; +(995 577) 775 885; +(995 551) 775 885

© 2016 Packservice. All rights reserved. Created by ArtGeorgia